Friday, 16 November 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია ჯგუფის წინაშე.მივიღე  დადებითი შეფასებები.ასევე გავაკეთე კომენტარები  ტრენინგის მონაწილეების ბლოგებზეც.მინდა ასევე დიდი  მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს, რადგან კარგად ითავსებს ტრენერის-ფუნქცია-მოვალეობებს.

ძალიან კმაყოფილი ვარ.

Friday, 9 November 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე.

განვიხილე მეთოდები და ხერხები მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით 
გავეცანით თუ როგორ უნდა ჩავრთო მოსწავლეები შეფასებისა და თვითშეფასების პროცესში.
განვიხილეთ ასევე თუ როგორ უნდა გავუწიო მონიტორინგი, როგორც ჯგუფურ ისე მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობას.
დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.


Saturday, 3 November 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავე მოსწავლის პრეზენტაციის მომზადებაზე, მოვიძიე ინტერნეტში საჭირო სურათები, ჩამოვტვირთე და ჩავსვი პრეზენტაციაში;
დასრულებული პრეზენტაცია გამოვავქვეყნე ჩემს ბლოგზე;
ველოდები კოლეგებისაგან შეფასებას.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

Friday, 2 November 2018

პროექტის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პორტფელიოს მომზადებაზე.გავეცანით ინფორმაციის მოძიებასა და დანიშნულებას.მოპოვებული ინფორმაციის საავტორო უფლებებების დაცვაზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია